რეზონანსი
27.08.2018

 ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას და მისი მეუღლის სახელით მათმა ყოფილმა ბუღალტერმა რენდი დი უსოუმ 800 ათასი დოლარი მიითვისა. 62 წლის ქალბატონს ბრალი ორი მუხლით წარედგინა - სახელმწიფო ქონების მითვისება და პირადი ინფორმაციის მოპარვა. პირველი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის ჯარიმას, მეორე კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

62 წლის უსოუმ აღიარა დანაშაული, საპროცესო გარიგების თანახმად 3 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს და 618.45 დოლარის გადახდა დაეკისრა. მან ზაზა 2004 წელს გაიცნო, ხოლო თანხა 2011-2015 წლებში მიითვისა თაღლითურად. ფაჩულიამ და მისმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, რამეთუ საბუთებში რეალური შემოსავალი 164 ათასი დოლარი იყო მითითებული, დანარჩენს კი რენდი თავის ანგარიშზე რიცხავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×