ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ზე, რომელიც ანაკლიაში მიმდინარეობდა, მიმდებარე სოფელ განმუხურში პოლიციის თანამშრომლებმა 22 ადამიანი დააკავეს, მათგან ხუთი ირანის მოქალაქეა.ყველა მათგანს ბრალი ედება ნარკოტიკების გასაღებაში.
კიდევ ერთი პირი — 24 წლის საქართველოს მოქალაქე აჭარაში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციელებმა „სუბოქსინის“ 91 აბი და ხუთ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღეს.
საქართველოში ბოლო დროს პოლიციელებმა ირანის კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას შსს-ს თანამშრომლებმა ამოიღეს ხუთ შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 700 გრამამდე „ჰეროინი“.
ამასთან, თბილისში პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკი:
გარდა ამისა, ფონიჭალაში ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დაკავებულია 26 წლის მამაკაცი. პოლიციამ დაკავებულისგან საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ 1 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 99 პირი დააკავეს.