რეზონანსი
27.08.2018

 შეიარაღებული გარჩევა წყალტუბოში, შანიძის ქუჩაზე, გვიან ღამით თავდაცვის სამინსიტროს დაზვერვის ასეულის მეთაურის გიორგი მეტრეველის სახლთან მოხდა. სამხედრო მაღალჩინოსანს ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ორჯერ ესროლეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაზვერვის ასეულის მეთაურს, ღამით სახლში დასავლეთ საქართველოს პროკურატურის განყოფილების უფროსი გივი შენგელია მიუვარდა, რომელმაც მას ჯერ სცემა და შემდეგ ესროლა.

ინციდენტს მეტრეველის მეუღლე ესწრებოდა. დაზარალებული გიორგი მეტრეველი ამ დროისათვის მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს. ინციდენტის შედეგად მას თავის არეში ნახეთქი ჭრილობები, სახეზე კი მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. პროკურორის თავდასხმის გამო, მეტრეველს მარჯვენა ხელის ცერა თითიც მოტეხილი აქვს.

პროკურატურაში ფაქტს ადასტურებენ, თავდაცვის სამინისტრიოში კი მომხდარს უარყოფენ. მომხდარიდან 3 დღის შემდეგ, პროკურორი გივი შენგელია დაკავებული არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×