რეზონანსი
28.08.2018

 ანტალიაში 58 წლის ექიმის, გულსენ ბულუტუს და მისი 17 წლის ვაჟის, ოგლუ ბულუტუს ცხედრები იპოვეს. გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.

როგორც თუქრული პრესა იტყობინება, ცხედრები მეზობლებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მათ გულსენ ბულუტის მეუღლე ტელეფონით დაუკავშირდათ და აცნობა, რომ ცოლ-შვილთან კონტაქტზე ვერ გადიოდა.

გამოძიება პირველ ეტაპზე განზრახ მკვლელობის ვერსიას განიხილავდა, თუმცა ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით დადგინდა, რომ 17 წლის მოზარდმა დედას იარაღიდან სამი ტყვია ესროლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რა გახდა მომხდარი მიზეზი, ამას სამართალდამცავები არკვევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×