საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე, „ძალა ერთობაშია“-ს განცხადებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა:
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პანიკაში, მათ უკვე წარმოიდგინეს, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ ჰყავს კანდიდატი და ეს შეგნებულად კეთდება. ისინი აუცილებლად წააგებენ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატთან და ისღა დარჩენიათ, მარცხი, რომელიც წინასწარ აქვთ გათვლილი, დააბრალონ იმას, თითქოს, ვიღაც მანიპულაციებს აკეთებს საარჩევნოდ კომისიებში“, – განაცხადა მდინარაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ზოგადად, გამორიცხული არაფერია და აუცილებლად დაინტერესდება დეტალებით, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში იყო საუბარი.
„დეტალებით დავინტერესდები, გამორიცხული არაფერია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების ერთადერთი საფუძველი არის ის, რომ ისინი წინასწარ ეგუებიან მარცხს და ეს უნდათ სხვა მოვლენებს გადააბრალონ“, – დასძინა მდინარაძემ.