(რეზონანსი) „დანებდი, ბიძინა, დანებდი, მოვიდა მაგისი დრო. ვინც გეუბნება, არ დანებდეო, ისინი შენზე ადრე გაიქცევიან ამ ქვეყნიდან და შენზე ადრე გადახტებიან ოპოზიციის რიგებში" - ეს განცხადება „თავისუფალი საქართველოს" პრეზიდემტობის კანდიდატი კახა კუკავა გააკეთა.
კუკავამ პარალელი გაავლო შევარდნაძის პერიოდთან, როდესაც გარემოცვა მას მოუწოდებდა არ გადამდგარიყო და არ დაეთმო ძალაუფლება:
„ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლომდე მოეხდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია და ბოლომდე შეეძულებინა თავი ქართველი ხალხისთვისაც და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, ამიტომაც განწირულია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაემხობა. მათ შეუძლიათ უბრალოდ გადაწყვიტონ, როგორ ჯობია: წინააღმდეგობა გაუწიონ და ეს ყველაფერი მოხდეს ძალადობრივად, ან როგორც შევარდნაძემ გააკეთა - მშვიდობიანად მიფერთხ-მოიფერთხონ.
„ივანიშვილსაც მინდა ვუთხრა: დანებდი, ბიძინა, დანებდი, მოვიდა მაგისი დრო! ვინც გეუბნება, არ დანებდეო, ისინი შენზე ადრე გაიქცევიან ამ ქვეყნიდან და შენზე ადრე გადახტებიან ოპოზიციის რიგებში. თამაში დამთავრდა. ახლა საუბრობენ იმაზე, თუ რა ფორმით დამთავრდება ეს თამაში. ქვეყნის ინტერესებშიც არის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ინტერესებშიც, რომ ეს ყველაფერი მოხდეს მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ", - აცხადებს კუკავა „ახალ თაობასთან".