რეზონანსი
28.08.2018

 (რეზონანსი) აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს. შემთხვევა სამი კვირის წინ მოხდა, თუმცა ცნობილი დღეს გახდა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი რაჟდენ შულაიასა და ციხეში ლათინოამერიკელების დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის, დაწესებულების ეზოში მოხდა. მას შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, შულაის დასახმარებლად კონფლიქტში კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე ჩაერთო. ლათინამერიკელებმა ქართველების წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ციხის ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ, ჩხუბი შეწყდა,

რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე მრავალი დაზიანებით საპატიმროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ხურციძეს სახე აქვს დაზიანებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×