რეზონანსი
28.08.2018

 (რეზონანსი) გორის მინიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში არასრულწლოვანი გაძარცვეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების თქმით, დაუდგენელმა პირმა მოზარდი, რომელიც მარტო სეირნობდა, მიტოვებულ შენობაში შეათრია და მობილური ტელეფონი წაართვა. ბოროტმოქმედს ამ დრომდე ეძებენ.

„მარტო მიდიოდა ბავშვებთან სასეირნოთ და როგორც გავიგეთ პირზე აუფარებია ხელი და მიტოვებულ შენობაში შეუყვანია რამდენიმე წუთის შემდეგ წიოკის ხმა გავიგეთ მოზარდი შველას ითხოვდა პოლიცია მოვიდა და და როგორც ვიცით ეხლაც ეძებენ იმ პიროვნებას", - აცხადებს ქვახვრელის მკვიდრი „ნიუპოსტთან".

დაზარალებული ბიჭი სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×