(რეზონანსი) არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემის გამოქვეყნების შემდეგ, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა, ცესკოს თავმჯოდმარეს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.
ფეტვიაშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერები ავთენტური არ არის. მიუხედავად ამისა, ფეტვიაშვილი თანამდებობას მაინც ტოვებს.
„არა, არ ვაღიარებ. კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, მაგრამ საარჩევნო იმას რომ არ მიადგეს ზიანი, ამიტომ გადავწყვიტე განცხადების დაწერა,"- განაცხადა დავით ფეტვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ ვიდეომასალა გაავრცელა, საქმე ეხება საარჩევნო კომისიებში ე.წ. არაპარტიულ კვოტებზე ქართული ოცნების აქტივისტების დანიშვნას.