სააგენტო „ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ჰაკერების ჯგუფი „ფენსი ბეარი“ („პრანჭია დათუნია“) 2015 წლიდან მოყოლებული სისტემატიურად ცდილობს კონსტანტინოპოლის პატრიაქ ბართლომე I-ისა და სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირების ელექტრონული ფოსტის გატეხვას. ანალიტიკოსები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც იმ მისამართების სია გააანალიზეს, სადაც „ფენსი ბეარისაგან“ ყალბი სატყუარა წერილები იგზავნება.
2017 წელს ამერიკულმა კომპანია „სექიურიუორკმა“ „ასოშეიტედ პრესს“ გადასცა 4 700-მე ელექტტონული ფოსტის მისამართი, სადაც პერიოდულად იგზავნებოდა ყალბი წერილები ჯაშუშური პროგრამებით. ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ამ მისამართებს შორის მინიმუმ 3 იყო იმ ელექტრონული ფოსტის მისამართები, რომლებსაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ოფიციალური მიმოწერისათვის იყენებს.
ჯერჯერობით უცნობია მიაღწიეს თუ არა ჰაკერებმა მიზანს - გახსნეს თუ არა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში „ფენსი ბეარისაგან“ მიღებული წერილები და შესაბამისად, ამუშავდა თუ არა მათში ჩამლული ჯაშუშური პროგრამა.
ითვლება, რომ მიზნის მისაღწევად „ფენსი ბეარი“ ორგვარ ტაქტიკას იყენებს. პირველი მეთოდის მიხედვით, ისინი ადრესატებს უგზავნიან წერილებს, რომელთაც თან ურთავენ დამატებით დოკუმენტს. ამ დოკუმენტის გახსნის შემთხვევაში, მათ ეძლევათ საშუალება, რომ ჯაშუშური პროგრამით მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
„ასოშიეითედ პრესის“ მონაცემებით სწორედ ეს ხერხი გამოიყენეს ჰაკერებმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ინფორმაციის მისაღებად. ჯაშუშური პროგრამა შენიღბული იყო პატრიარქის პრესმდივნის ნიკოს-გიორგოს პაპაკრისტუს წერილის სახით. თითონ პაპაკრისტუ აცხადებს, რომ „არ უნდა ამ ისტორიის ნაწილი იყოს“.
მეორე ხერხია ე.წ. ფიშინგი, რომლის მეშვეობითაც ჰაკერები სთავაზობენ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტის ყალბ გვერდს, სადაც მან თავისი პაროლი უნდა შეიყვანოს. პაროლის მიღების შემდეგ ჰაკერები იტაცებენ ელექტრონულ ფოსტაში არსებულ მონაცემებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების აზროთ, სწორედ ასეთი გზით მოახერხა ჰაკერების ჯგუფმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მონაცემების მიღება. ამერიკელი გამომძიებლები მონაცემებით, ჰაკერების ეს ჯგუფი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის დაზვერვის მთავარ სამმართველოს (ე.წ. („გერეუ“) ემორჩილება.
რუსეთი ჰაკერებთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.
2017 წელს, „ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, „ფენსი ბეარი“ ფიშინგურ წერილებს უგზავნიდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ რუს ჟურნალისტებს, არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებსა და ოპპოზიციის წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად კონსტანტინეპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს განიხილავს, რაც მოსკოვში დაუფარავ უკმაყოფილებას იწვევს. არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინამ მსოფლიო პატრიარქისაგან ავტოკეფალიის ოფიციალური დადასტურება შესაძლოა უკვე 10 სექტემბერს მიიღოს.