რეზონანსი
28.08.2018

 სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის 1 სექტემბრიდან წესები იცვლება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება.

ცვლილება ეხება როგორც სესხების საპროცენტო განაკვეთებს, ასევე ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმაებისა და საურავების ოდენობას. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ სანქციის ოდენობა წლიურად 98.55%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

გარდა ამისა, სექტემბრიდან ე. წ. შავი სიები გაუქმდება და საფინანსო ინსტიტუტებს ნეგატიური სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

დღეს ე.წ. შავ სიაში 630 ათასამდე მომხმარებელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×