ტატა შოშიაშვილი
28.08.2018

 აფხაზეთში, როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური კრიზისი იწყება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას პოლიტიკის შედეგად აფხაზეთი სახემწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა და ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ხაჯიმბას გადადგომაა.

ამ მიზნით სოხუმში აფხაზ ომის ვეტერანთა მოძრაობა „ამცახარასა“ და სხვადასხვა გავლენიანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანების, ასევე ე.წ. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილის მონაწილეობით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გადაწყდა საერთოეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება, რომლის მიზანიც დე ფაქტო რესპუბლიკის კრიზისიდან გამოყვანა, მისი სოციალური და ეკონომიკური განვითარება და „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გადარჩენა“ იქნება. 

გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციების კოორდინირებისთვის შეიქმნა შტაბი, რომლიც ხელმძღვანელიც იქნება ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ლოგუა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას პრობლემები, პირველ რიგში, ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გამო აქვს, რომელიც „არჩევნებში“ წაგების შემდეგ არ აღიარებდა შედეგებს, რითაც იწვევდა საზოგადოებაში დაპირისპირებას. მათ სურთ, რომ ხაჯიმბამ დათმოს მის მიერ დაკავებული „პრეზიდენტის“ პოსტი, რათა „ქვეყანამ“ შეძლოს წინსვლა.

რამდენიმე დღეში,  შტაბის ხელმძღვანელი ლოგუა დააანონსებს პრესკონფერენციას, სადაც დეტალურად ისაუბრებს საერთოეროვნული მოძრაობის სამომავლო გეგმებზე.

სტატიის სრული ვერსია: 

ვრცლად ეს სტატია შეგიძლიათ იხილოთ ოთხშაბათის, 29 აგვისტოს „რეზონანსში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×