რეზონანსი
28.08.2018

 (რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პაკეტის მომზადება დაავალა, რომელიც რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის დოკუმენტის გაუქმებას გულისხმობს.

„დღეს საკმაოდ მომზადებული და იურიდიულად დაცული ვართ შემდეგი ნაბიჯისთვის - უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შესაწყვეტად. ეს შეთანხმება მოსკოვის ქმედებების გამო დიდი ხანია, ანაქრონიზმად იქცა.

თითო ძაფით, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ქსელის გაწყვეტას, რომელშიც რუსული ცარიზმი, შემდეგ კი წითელი ბოლშევიზმი დიდი ხნის განმავლობაში მეთოდურად ახვევდა თავისუფლების მოყვარულ უკრაინულ სულს", - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინამ და რუსეთმა მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორების შესახებ შეთანხმებას 1997 წლის 31 მაისს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×