რეზონანსი
28.08.2018

 (რეზონანსი) ანაკლიაში ჩადენილი გაუპატიურების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 23 წლის ბიჭი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიებით დადგინა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ა-მ 27 აგვისტოს ანაკლიაში თ.ტ-თან მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×