რეზონანსი
28.08.2018

 (რეზონანსი) მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მესამედ დაიბარეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში ხვალ, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ის უწყებაში მოწმის სახით გამოიკითხება. მისი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, სუს-ს კითხვები, სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ცხოვრების შესახებ ექნება.

„სპეცოპერაციის ღამეზე სავარაუდოდ, არ გამოკითხავენ, რადგანაც ამ დეტალზე გამოძიება მიმდინარებს თბილისის პროკურატურაში. ახლა უფრო თემირლან მაჩალიკაშვილის ცხოვრების გარშემო ტრიალებენ და სვამენ ძალიან ბევრ კითხვას, თუმცა ისეთ კითხვებს, რომლებზეც პასუხები თვითონაც აქვთ, მალხაზ მაჩალიკაშვილმაც უპასუხა და ამ თემაზე მოწმეებმაც ისაუბრეს", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ბოლოს 21 აგვისტოს გამოკითხეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×