რეზონანსი
28.08.2018

 (რეზონანსი) ანაკლიაში მომხდარი შემზარავი ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ახალგაზრდა გოგონა გააუპატიურა ირანის მოქალაქეა.

ის სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

დაკავების შემდეგ 23 წლის ახალგაზრდა თბილისიდან ზუგდიდში გადმოიყვანეს. ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში დაზარალებულის მეგობრები ამოცნობაზე მივიდნენ, თუმცა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 27 აგვისტოს ანაკლიაში, თ.ტ-თან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×