რეზონანსი
28.08.2018

 ფირუზ ცეცხლაძეს რამდენიმე დღის წინ ხუთი შეიარაღებული ნიღბიანი თავს დაესხა, იარაღი შუბლზე დაადეს, მოკვლით ემუქრებოდნენ, BMW X5-დან გადმოსვეს და მისივე ავტომობილით მიიმალნენ.

ბათუმელი ფირუზ ცეცხლაძეს თბილისიდან მამაკაცი შეუთანხმდა, რომ მისგან მანქანას იყიდიდა. ცეცხლაძემ აღნიშნულ მამაკაცს ავტომობილი გადაუფორმა, რის შემდეგაც მამაკაცმა ცეცხლაძეს უთხრა, რომ ფულს სახლში მისცემდა. ვაშლიჯვარში თანხის ასაღებად მისულ ავტომფლობელს კი უკვე ხუთი შეირაღებული ნიღბიანი დაახვედრა და მანქანა გაიტაცეს.

დაზარალებული იხსენებს, რომ ხუთი თავდამსხმელიდან ნიღაბი მხოლოდ სამს ეკეთა. ორს კი სახე ცხვირსახოცით ჰქონდა დაფარული. ცეცხლაძის ინფორმაციით, ის ორი მისი ნაცნობები იყვნენ, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ის პირი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ მანქანა გადაუფორმა.

საგამოძიებო ორგანომ თავდამსხმელებიდან მხოლოდ ორი პირის დაკავება მოახერხა, გატაცებულ ავტომობილს კი ვერ მიაგნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×