რეზონანსი
28.08.2018

 ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის მეგობრის, MMA-ს მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის განმარტებით, ხურციძეს ბრუკლინის ციხეში თავს 15 კოლუმბიელი, დაახლოებით ორი კვირის წინ დაესხა.

დვალიშვილის თქმით, ავთანდილ ხურციძე ახლა თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობს. მისთვის, ციხეში მომხდარი ჩხუბის მიზეზი უცნობია.

"კარგად და ჯანმრთელად არის ავთო. 15 კოლუმბიელი დაესხა თავს და 10 ნაკერი დაადეს თავზე მეტი არაფერი. ორი კვირის წინ მოხდა. მიზეზი არ ვიცი, ალბათ, ციხეში ჩუბები ხშირად ხდება. უბრალოდ ავთოსთან 1 ან ორი კაცი ვერ გაბედავდა და ამიტომ დაესხა თავზე 15 ერთად", - განუცხადა დვალიშვილმა "აიპრესს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×