რეზონანსი
28.08.2018

 სომხეთმა რუსეთის ზოგიერთი რეგიონიდან ღორისა და ქათმის ხორცის შეტანა აფრიკული ჭირისა და ქათმის გრიპის თავიდან აცილების მიზნით შეაჩერა. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვები პროდუქტების უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში აკრძალეს რუსეთიდან ყველა სახის ცოცხალი ფრინველის, ფრინველის ხორცის, ნედლეულის, ბუმბულის, საინკუბაციო კვერცხისა და სხვა პროდუქტების შეტანა.

„გადაწყვეტილება მიღებულია ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა აფრიკული ჭირისა და ფრინველის გრიპის შემთხვევები“, - ნათქვამია სომხეთის აღნიშნული უწყების განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, ამ მხრივ რას აპირებენ საქართველოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×