რეზონანსი
28.08.2018

 საქართველოში სამუშაოდ გიდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში არარეგისტრირებულ კომპანიებს წარმოადგენენ და შესაბამისად, გადასახადსაც არ იხდიან.

რესტორანი "ტაჯ მაჰალი" მეიდანზე მდებარეობს. იქ რამდენიმე ინდოელი გიდი არაოფიციალურად მუშაობს. სტუმრებს ისინი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გიდობას უწევენ.

ბაზარზე სპეცილური რეგულაციის დაწესებას ითხოვენ ქართველი გიდები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ ტურისტისთვის მიწოდებული ცრუ ან არასწორი ინფორმაცია ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს.

პრობლემის სასწრაფო მოგვარებას ითხოვენ საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციაში,  სადაც მიიჩნიათ, რომ უცხოეთიდან ჩამოსული გიდები საქართველოს პოლიტიკურ რეალობას შეგნებულადაც ამახინჯებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×