რეზონანსი
28.08.2018

 ბათუმში ერთ ტონამდე ვადაგასული ხორცი აღმოაჩინესა. „ხორცის დოკუმენტური შემოწმების  შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი ვადაგასული იყო. ხორცი დაილუქა და უნდა განადგურდეს“, — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ბიძინა ჯიბლაძემ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადამალული ხორცი კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააფიქსირა. 

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, შპს „ბაკური“ მსგავსი დარღვევებისთვის არაერთხელ არის დაჯარიმებული.

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ ბიზნესოპერატორის განმეორებით დაჯარიმება 500 ლარით, ჩვენ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით მივმართოთ პროკურატურას“, — აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×