რეზონანსი
28.08.2018

 ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან კლინიკებში 27 ადამიანი გადაიყვანეს. ჯანდაცვის

სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალზე მედპერსონალი 253 პირს მოემსახურა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 78 გამოძახება შეასრულა, ამათგან 53 პირს ზოგადი ჩივილები აღენიშნებოდა.

25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, რომელთაგან 11 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, საერთო ჯამში კლინიკაში 27 ადამიანი გადაიყვანეს. ამ დროისთვის, საავადმყოფოდან ყველა პაციენტი გაწერილია.

ფესტივალის გახსნიდან მის დასრულებამდე, ადგილზე იყო სასწრაფო დახმარების 5 ეკიპაჟი, სამედიცინო დახმარების 3 პუნქტი, 2 რეანომობილი და 5 ქვეითი პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×