რეზონანსი
29.08.2018

 ტელეკომპანია “იბერია” წამყვანმა გიორგი გასვიანმა დატოვა, ხოლო გადაცემა “ფაბრიკა”-ს ახალი სეზონიდან რეზი ჭიჭინაძე გაუძღვება, რომელიც ამ არხზე 2004 წელს, ტელევიზიის იძულებით დახურვამდე საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო. რაც ეხება გიორგი გასვიანს, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა ტელევიზიიდან მისი წასვლის მიზეზი. 

2017 წელს ტელევიზიიდან ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გაათავისუფლეს, რომლის გადაცემა “პრიორიტეტიც” მეტად რეიტინგული იყო ტელემაყურებლებში. გიორგი გასვიანი ამ გადაცემის წამყვანიც იყო, მოგვიანებით მან “ფაბრიკა”-ში გადაინაცვლა და ლალი მოროშკინა შეცვალა, რომელმაც ასევე დატოვა ტელევიზია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×