რეზონანსი
29.08.2018

 გიორგი ასათიანი, რომელიც აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატია, სოციალურ ქსელში პირად გვერდზე აქტიურად წერს იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს გაპრეზიდენტების შემთხვევაში.  

“ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა განიცდის უმწვავეს დემოგრაფიულ კრიზისს… აღნიშნული საკითხი უსწრაფესი გზით უნდა გადაიჭრას, კერძოდ, იმპოტენციით დასნებოვნებული მამაკაცები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მკურნალობას და გამოუსადეგარნი არიან რეპროდუქციისთვის, გამწესებულნი იქნებიან საქართველოს სხვადასხვა სოფელში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მიწების დასამუშავებლად, ხილ-ბოსტნის მოსაყვანად, საქონლის მოსავლელად და ა.შ." - წერს ასათიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×