რეზონანსი
29.08.2018

 ოკუპირებულ აფხაზეთში ქურდული სამყაროს საერთო თანხებზე კონტროლის მოპოვების გამო, კრიმინალური გარჩევები მიმდინარეობს. 27 აგვისტოს ღამით გუდაუთაში ყუმბარმტყორცნი ესროლეს "რეინჯ როვერის" მარკის ავტომობილს, დამნაშავეებმა იარაღი ადგილზე დატოვეს და მიიმალნენ, პოლიციამ მათი დაკავება ვერ შეძლო.

ავტომობილი კრიმინალურ ავტორიტეტს რაულ ბარცბას, მეტსახელად "პიზას" ეკუთვნის. მას კონფლიქტი აქვს სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ე.წ. აფხაზეთის მთავარი "კანონიერი ქურდის" სტატუსის მოპოვების გამო. ბარცბამ თავის "ნათლულებთან" ასტამურ შამბასთან და ალხას ავიძბასთან ერთად გალის რაიონში თავისი გავლენა "დააკანონა." ამის შემდეგ მას პრობლემები დაეწყო. პორტალის ცნობით, 24 აგვისტოს კრიმინალური შეკრება, ე.წ. "სხოდკა" გაიმართა, რომელიც მასობრივი ჩხუბითა და სროლით დასრულდა. რომლის დროსაც "პიზამ" მძიმედ დაჭრა რაშატ ალიევი, რომან დმიტრიევი და ნიკო დგებუაძე. ამის გამო ბარცბამ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ელიტის წარმომადგენლისგან ნადირ სალიფოვისგან ("ლოთუ გული") "შავი ნიშანი" მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×