რეზონანსი
29.08.2018

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საკურორტო ზონების მომზადების დონით უკმაყოფილოა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბოლო გაფრთხილებას აძლევს შესაბამის პირებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში. არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, მათთვის ბოლო გაფრთხილებაა. მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ დამატებით დაფინანსების გამოყოფის საკითხს, რომ საკურორტო ზონაში ჩვენი ინფრასტრუქტურა იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული. მოეწყობა კობი-გუდაურზე ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მშენებლობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ამავე დროს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ბაკურიანში ცენტრალურ წრიულ საფეხმავლო ბილიკს. ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს ოთხსეზონიან კურორტად. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფრასტრუქტული პროექტები უნდა დასრულდეს ძალიან მალე“, – განაცხადა ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×