რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი, ზურა ხიზანიშვილი ამბობს, რომ გურამ კაშიას მხარს უჭერს და ლგბტ სამკლაურის გაკეთებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ასეთი რაღაცები ევროპაში ყოველთვის ხდებოდა, ხდება დღესაც. ჩვენს დროსაც, როცა ინგლისში ვთამაშობდი, იყო ასეთი პრეცედენტი, რომ ერთ კონკრეტულ დღეს ყველას უკეთია ეს სამკლაური. გურამ კაშია წარმოადგენდა თავის გუნდს, იყო კაპიტანი და გაიკეთა სამკლაური. ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. გურამ კაშია გადასცეს ანათემას და ითხოვენ ნაკრებიდან მოკვეთას. ვფიქრობ, რომ ხალხს საქმე არ აქვს და სხვისი ცხოვრებით არიან დაკავებულები. 100%-ით ვუჭერდი მხარს ადრეც და დღესაც მაგ აზრზე ვარ.

„თანასწორობასთან მიმართებაში მე არანაირი პრობლემა არ გამაჩნია. მარტივად გეტყვით - ყველას თავისი ცხოვრება აქვს, არც ჩემს ცხოვრებაში უნდა ჩაერიოს ვინმე და არც იმათ ცხოვრებაში. მე ვარ ამის მომხრე. მე ჩემი ცხოვრება და მიზანი მაქვს, არავის ცხოვრებაში ჩავრეულვარ და არც ვაპირებ, იგივეს ვითხოვ სხვებისგან", - აცხადებს ხიზანიშვილი „ტაბულასთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×