რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლორა სმიტს არავითარი ძალადობის კვალი არ აღენიშნება და შესაბამისად, გაუგებარია, თუ როგორ აღმოჩნდა ძალადობის კვალის არარსებობის პირობებში ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა გარდაცვლილის სხეულში.

ამასთან, კობაიძის თქმით, კობაური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს იმის დასამტკიცებალად, რომ მას სმიტთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია.

„სექსუალური ძალადობა არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. თავად კობაური ჩვენ გვეუბნება, რომ სასწრაფოდ ჩამიტარეთ ექსპერტიზა, ვინაიდან მე არ შემიძლია სქესობრივი აქტის დამყარებაო. ძალადობის კვალი არ არსებობს საქმეში და როგორ შეიძლება არ არსებობდეს ძალადობის კვალი და ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა იყოს ამოღებული. ფაქტია, რომ მას არანაირი სექსუალური აქტი არ დაუმყარებია აწ გარდაცვლილ ლორა სმიტთან", - განაცხადა კობაიძემ და აქვე დასძინა, რომ დაცვის მხარე აქამდე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს არ ენდობა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×