რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, მასზე თავდასხმასა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები - მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი ჩაერთვებიან.

როგორც დოდო გუგეშაშვილმა ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ერთად გამართულ პრესნოკფერენციაზე აღნიშნა, მიმდინარე გამოძიება წრეზე ტრიალებს და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვით, შესაძლოა, მან წინ წაიწიოს.

"ჩვენ ამ საქმეში ვრთავთ მაია ნიკოლეიშვილსა და ზაზა ალთუნაშვილს, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც იმედია, რაიმე ახალს გვეტყვიან. ჯერჯერობით არ მაქვს საფუძველი ვისაუბრო, რომ რომელიმე დასკვნა არაკომპეტენტურია ან ამომწურავი არ არის, მაგრამ მაია ნიკოლაიშვილისა და ზაზა ალთუნაშვილის მაღალპროფესიონალური დონის გამო, იმედი მაქვს, რომ ისინი რაღაც ახალს მაინც აღმოაჩენენ საქმეში, რომელმაც შესაძლოა, გამოძიება ცოტა წინ წასწიოს. ახლა, სამწუხაროდ, ის ობიექტური მიზეზების გამო ერთ წრეზე ტრიალებს",- აღნიშნა მან.

ამასთან, დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ პირი, რომელმაც ის დაჭრა, მისი შვილი კი მოკლა, „მკვლელობის დამკვეთმა საქართველოდან გაიყვანა".

მიმდინარე წლის 7 თებერვალს დიღმის მასივში დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს, თავად დოდო გუგეშაშვილი კი დაჭრეს.

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×