რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოდან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის გარდა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძეც დაესწრება.

„ყველა ქვეყნიდან არის მიწვეული ორი უცხოელი სტუმარი. გადავწყვიტეთ, პარლამენტიდან წასულიყო დელეგაცია. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო, ვყოფილიყავით წარმოდგენილი დაკრძალვის ცერემონიაზე. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ერთი წევრი უმრავლესობიდან - მე და ერთი უმცირესობიდან, როგორც ვიცი, ეს არის დავით ბაქრაძე", - აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს დაკრძალავენ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×