რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

როგორც სხდომაზე ცესკოს თავჯმდომარემ განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ცესკომ გამოითხოვა, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია. მისივე თქმით, შიდა აუდიტის სამსახური ფაქტის შესწავლას განაგრძობს.

კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარევი კონკურსი გამოცხადდა. ადგილის შევსება 2 დღეში უნდა მოხდეს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშიამ" ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს აკომპლექტებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×