რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) სოფელ იგოეთთან მომხდარი ავტოსაგაზო შემთხვევისას, ოთხი ადამიანის გადარჩენის გამო, შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტი გოჩა ნონაშვილი დააჯილდოვეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები შეიარაღებულ ძალებში ჰქონდა გავლილი, მძიმედ დაშავებულ მგზავრებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, პირველადი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინა.

სამხედრო მოსამსახურეს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ლევან იზორიამ გოჩა ნონაშვილი, ერთჯერადი ფულადი პრემიითაც დააჯილდოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×