რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" წევრი თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება, სადაც მას გურამ კაშიას მისამართით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადების გამო კითხავენ.

„მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი ვერ იქნება მაგაში მუქარის შემცველი. თუ სტვენა და გულშემატკივრის გამოხატვა თავის პოზიციის, მუქარაა, რაღაც არამგონია. მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება. ათი ათასობით გულშემატკივარია, ვინც მის პოზიციას და მის საქციელს გმობს და გასაკვირი იქნებოდა, რომ ესეც არ ყოფილიყო. მე რომ აქ სულ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. თუ უნდა მისულიყო, სიტყვაზე, ათასი კაცი, მივა ასი ათასი. ეს არის და ეს. დანარჩენი თავიანთი გადასაწყვეტია," - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ დაკითხვაზე შესვლამდე.

სამმართველოს შენობასთან მორგოშიასთან ერთად „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე მივიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×