თამარ შუკვანი
29.08.2018

 ერთი დღის განმავლობაში, 28 აგვისტოს, რუსმა მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე „სახელმწიფო საზღვრის" გადაკვეთისთვის საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

„ჯავის რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი დააკავეს. ყველა დაკავებული თბილისში ცხოვრობს", - განაცხადეს „უწყების" პრესსამსახურში.

სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, 67 წლის გიორგი ხარაზიშვილიც იგივე ბრალდებით სოფელ ბალთაში „საზღვრის გადაკვეთისთვის" დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×