რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, თბილელი მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი ფეხბურთელ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდოს მიღებას ულოცავს და თანადგომას უცხადებს. ინფორმაციას „ტაბულა" ავრცელებს.

„საქართველოს ნაკრების მცველს, ბატონ გურამ კაშიას დაგვიანებით ვულოცავთ უეფას თანასწორობის ჯილდოს მიღებას და ვუსურვებთ ჯამრთელობას და წინსვლას თავის პროფესიულ საქმიანობაში.

ხოლო იმ ადამიანების მაგივრად, ვინც მას ლანძღავს და აგინებს მინდა მე ვითხოვო პატიება და სულგრძელება ფეხბურთელისაგან. გურამ კაშია ისეთი ღირსეული ადამიანია, რომლითაც თაობები იამაყებენ. მიხარია, რომ ჩვენს სამშობლოში ასეთი ადამიანები იბადებიან. დღეს კი გურამ კაშიასათვის თანადგომის გამოცხადება, ვფიქრობ, თითოელი ჩვენი მოქალაქის ვალია", - ნათქვამია მეუფის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×