რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გურამ კაშიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და იმ აგრესიას ეხმაურება, რომელსაც ფეხბურთელის მისამართით ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები გამოხატავენ.

„ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა, დაჩაგვრა და აგრესია გურამ კაშიაზე, არავის გვეკადრება. ერთმანეთის პატივისცემა მეტად გვმართებს.

მესმის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ განსხვავებული ხედვები, აზრი. თითეულ ჩვენგან აქვს ამ აზრის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის გურამ კაშიასაც, მათ შორის იმათაც, ვინც მას არ ეთანხმება. ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმა.

აზრის გამოხატვის გამო მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაჩაგვრა არის მიუღებელი, ისეთივე მიუღებელი როგორიც თავად ჰომოფობია", - წერს კილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×