(რეზონანსი) „ეს რა უბედურებაა? სადაც გავიხედე ყველგან მაკკეინის გლოვაა და ყვავილების მიტანა" - ამის შესახებ განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
ბურჯანაძის თქმით, სწორედ ჯონ მაკკეინია ის ადამიანი, რომელმაც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი შეცდომაში შეიყვანა და წააქეზა აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
„ადამიანურად ნამდვილად ვუთანარგრძნობ ნებისმიერი ადამიანის ოჯახს მისი გარდაცვალების გამო. მე პირადად ვიცნობდი მაკკეინს და მისი გარდაცვალება ნამდვილად არ გამხარებია, მაგრამ ეს ზღვარს გადასული გლოვა, ლამის დროშა ჩამოუშვას საქართველომ და ძაძები ჩაიცვას. ეს რა უბედურებაა? რას ნიშნავს მაკკეინი საქართველოს მეგობარი იყო? სადაც გავიხედე, რასაც ვუყურე ყველგან მაკკეინის გლოვაა და ყვავილების მიტანაა.
„ძახილი იმისი, რომ ის იყო ყველაზე დიდი მეგობარი საქართველოსი, მეგობრობა პოლიტიკაში არ არსებობს! ესეც არ იციან ქართველებმა. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ მაკკეინის გუნდმა შეიყვანა სააკაშვილი შეცდომაში 2008 წელს და წააქეზეს აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მივუსამძიმროთ, გამოვხატოთ წუხილი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში და არა ისე, რომ რუსთაველის გამზირს მაკკეინის სახელი დავარქვათ". - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის" ეთერში.