რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე, ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ აგრესიის მორიგ ტალღას ეხმაურება და აცხადებს რომ „ქართული მარში", რომელიც ამ აგრესიას უდგას სათავეში, ძალიან საშიშ და დესტრუქციულ ძალად იქცა.

სასულიერო პირი გურამ კაშიას სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს.

„შორიდან დაიწყეს: ჯერ ხანუქას დღესასწაულზე მიუვარდნენ ქართველ ებრაელებს, შემდეგ როკ-კონცერტი ჩაშალეს, შემდეგ სტუმრად ჩამოსულ რომის პაპს ჩაუსაფრდნენ აეროპორტში და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ქალი გამოლანძღეს წარმოუდგენელი უწმაწურობით და ახლა ქართულ ფეხბურთსაც მიადგა ეს მეტასტაზები, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ემუქრებიან.

„ამიტომ მიმაჩნდა და მიმაჩნია ეს „ქართული მარში" ძალიან საშიშ და დესტრუქციულ ძალად. არ ენდოთ მათ. სოლიდარობა კაპიტანს, სოლიდარობა გურამ კაშიას!"- წერს დეკანოზი ფეისბუქში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×