(რეზონანსი) ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბუქარესტში იმყოფება. როგორც ქობულია აცხადებს, მას მინისტრად დანიშვნის შემდეგ "ნახევარზე მეტი შვებულება მოუწია" ვინაიდან, ძველ სამსახურში საქმეების დასრულება ვერ მოასწრო.
ეკონომიკის მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე 12 ივლისს დაინიშნა, შვებულებაში უკვე მესამედ გავიდა.
ქობულია ამბობს, რომ სამინისტროს თანამშრომლებთან ყოველდღიურ კონტაქტზეას და თბილისში 2-3 დღეში დაბრუნდება, რის შემდეგაც საკუთარი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას შეუდგება.
"რაც დავდექი მინისტრად ნახევარზე მეტი ვიმუშავე ადგილზე, ნახევარზე მომიწია შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემ ხალხთან. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხები გადავწყვიტო. მე, რომ მცოდნოდა რომ მინისტრად ვდგებოდი არა ივნისში, არამედ მაისში, მაშინ ესეთ საკითხი არ იდგებოდა. რადგან გადაწყვეტილება მოხდა სწრაფად, მე უკვე ვეღარ შევცვალე ბევრი რაღაცეები. ჯანმრთელობასთან მქონდა კიდევ რაღაცეები, რაც უნდა დავასრულო", - განაცხადა ქობულიამ „რუსთავი 2"-თან.