ია აბულაშვილი
29.08.2018

 კინორეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოებას გეგმავს. საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ში მისი კანდიდატურა უკვე წარადგინა და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

"რეზონანსი": როდის მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რა იყო მთავარი მოტივი, კენჭი იყაროთ პრეზიდენტის თაამდებობაზე.

გიორგი შენგელაია: თქვენთან საუბრის მომენტში საინიციატივო ჯგუფს უკვე შეაქვს ჩემი კანდიდატურა დასარეგისტრირებლად და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამ გა-დაწყვტილებას კი დიდი ხანია ვატარებ. გახსოვთ, რომ ორჯერ მივიღე მონაწილეობა სა-პარლამენტო არჩევნებში, ერთხელ ზვიად გამსახურდიას დროს, შემდეგ ედუარდ შევარ-დნაძის პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ორჯერვე დავმარცხდი. ჩემი სტუდენტები იყვნე-ნენ დამკვირვებლები საარჩევნო უბუნებზე და მეუბნებოდნენ, რომ მთელი ინტელიგენცია მიჭერდა მხარს. შევადნაძე მხარს რომ არ დამიჭერდა, ვიცოდი, რადგან მე მას ვაკრი-ტიკებდი. ბიძინა ივანიშვილს ფსონი აქვს დადებული დამოუკიდებელ კანდიდატზე და მეც გადავწყვიტე დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყარო კენჭი.

"რ": რატომ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანივშილი დაგიჭერთ მხარს? თანაც იმ კრიტიკული განცხადებების შემდეგ, რაც მისი მისამართით მედიით გააჟღერეთ?

გ.შ: ეს მედია ფიქრობს, რომ ძალიან კრიტიკული ვიყავი, თორემ მე ბიძინასთან ძალი-ან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას ვაფასებ რადაგან ქვეყანას სააკაშვილი მოაშორა. ჩემი კრიტიკის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა თავად დამირეკა და მითხრა, - გიორგი, შენ ყველაფერში მართალი იყავიო. სიმართლე კი იცით, რომ მთებს იღებს; თანაც ჩემს ინტონაციაში ზიზღი არასდროს არ არის და ჩემი პოზიცია ყველასთვის ცნობილია "მოყ-ვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანო". მე მაშინ ტელევიზიით სააკაშვილიც გავაკ-რიტიკე და მუსოლინის შევადარე.

"რ": ბიძინა ივანიშვილთან თუ გქონდათ საუბარი, კენჭს რომ იყრიდით საპრეზიდენტო არჩევნებში?

გ.შ: ბიძინა ივანიშვილთან ამ ეტაპზე შეხვედრა არ მქონია და მითუმეტეს საუბარი ამ თემაზე. არ ვაპირებ ჩამოვეკიდო ბიძინა ივანიშვილს. ხალხი ჩემს ფილმებს უყურებს და აფასებს, მე ჩემი პოზიციით მივდივარ ჩემს ხალხთან.

"რ": ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?

გ.შ: საარჩევნო კამპანია არ დამიწყია, თუმცა უახლოეს მომავალში დავიწყებ და არა ისე, იმ ავანტურისტებმა რომ დაიწყეს, ჰგონიათ, რომ მარტო სოფელ-სოფელ ივლიან, სათქმელი კი არაფერი აქვთ. არ მაინტერესებს, ვინ იქნება ჩემი კონკურენტი, მე ხალხთან ჩემი პოზიციით მივალ და ხალხი თავად გადაწყვეტს კონკურენტებიდან ვინ არის ღირსეული და ვის დაუჭერს მხარს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×