რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) ნატო-ს შტაბ-ბინას შესაძლოა სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭოს.

აღნიშნულ საკითხს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე განიხილავს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნული მიმართვა მიიღო და ეს საკითხი განხილული იქნება.

ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია 2 სექტემბერს გაიმართება.

სენატორი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ტვინის სიმსივნე ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×