რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გაათავისუფლეს.

სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი დაკავებული იყო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.

ოკუპირებულ ცხინვალში გიორგი ხარაზიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დაკავებულის გასათავისუფლებლად, ე.წ საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმა 2000 რუსული რუბლი ოჯახის ნათესავებმა გადაიხადეს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

გიორგი ხარაზიშვილი გუშინ გაიტაცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×