რეზონანსი
29.08.2018

 ბაკურიანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოტოციკლი „ტოიოტას“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის დროს მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. იგი ბორჯომის რეფერალურ ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში შეყვანისას უგონოდ იყო, ამიტომ ჯანმრთელობის დმგომარეობის სიმძიმის გამო, გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაყვანა გახდა საჭირო.

პირველი არხის ცნობით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. ექიმის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე მრავლობითი ტრავმები აღენიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×