რეზონანსი
29.08.2018

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის ფოთლოვანი ტყის საფარი. წინასწარი მონაცემებით, უკვე დამწვარია 5 ჰა ფართობი. 

„ადგილზე იმყოფება 100 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მათ შორის, ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×