რეზონანსი
29.08.2018

 ეკონომიკის მინისტრი მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ მან bm.ge-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „არ არის ეს მართალი. ტყუილია. ვიღაცამ მოიგონა“, - აცხადებს გიორგი ქობულია. 

კითხვაზე, რას უკავშირდება გავრცელებული ხმები, ის ამბობს, რომ მისთვის მიზეზები უცნობია. 

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ამჟამად შვებულებაში იმყოფება და საქართველოში არაუგვიანეს შემდეგ კვირას დაბრუნდება.

"ნახევარზე მეტი ვიმუშავე, ნახევარი მომიწია შვებულება", - ამბობს ახლადდანიშნული მინისტრი, რომელიც ორ თვეში უკვე მესამედ გავიდა შვებულებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×