რეზონანსი
30.08.2018

 დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილი ნიკოლოზ ნაყოფია "რუსთავი 2"-ის მეწილი გახდა. ნიკოლოზ ნაყოფიამ "რ2"-ის ერთ–ერთი მფლობელის შპს "ტელეკომპანია საქართველოს" 50% შეიძინა.

"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ნიკოლოზ ნაყოფიამ ტელეკომპანია საქართველოს 50% ძმები ყარამანიშილებისაგან შეიძინა, თუმცა ერთი პირობით. მან "რ2"-ის კაპიტალში 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს დათქმული გრაფიკით, თორემ ყარამანიშილებთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდება.

როგორც ცნობილია ქართულ სასამართლოებში "რ2"-ის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული დავა ქიბარ ხალვაშმა მოიგო და წილის 100% მისი საკუთრება გახდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის ადამინის უფლებათა სასამართოლომ შეაჩერა და ახლა ამ საქმეზე თვითონ მსჯელობს. "რ2"-ის წილებზე პრეტენზია აქვთ არხის დამფუძნებელბს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რომელბმაც თავის დროზე პროკურატურაშიც შეიტანეს საჩაივარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×