რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) ხაშურში, სოფელ ცედანთან ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის. ადგილზე 220 უკვე მეხანძრე-მაშველი მუშაობს, თუმცა ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებისთვის საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზებას ახდენს.

„ვითარების გართულების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ვერტმფრენი. ამ დროისთვის, ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას", - აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძარი გვიან საღამოს გაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×