რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) აშშ-ში, სან ხოსეში მცხოვრები ქართველები გუშინ სტადიონზე გურამ კაშიას მხარდამჭერი ბანერებით მივიდნენ.

ფოტომასალა სან-ხოსეში მცხოვრებმა გიგა ქართველმა დღეს გაავრცელა.

„სან-ხოსეს საშინაო თამაშზე ვიყავით, სპეციალური ბანერით. იქნებ როგორმე გადავწონოთ ეს შეურაცხმყოფელი აურა. ძალიან გაუხარდა კაშოს და დიდი მადლობა გადაგვიხადა", - აცხადებს გიგა ქართველი „პირველ არხთან".

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან-ხოსემ" გუშინ, საკუთარ მოედანზე, „დალასი" 4-3 დაამარცხა და ოთხიდან ორი გოლი ვაკოს ანგარიშზეა.

სტადიონზე იმყოფებოდა ასევე ცნობილი ქართველი მუსიკოსი ზაზა კორინთელი (ზუმბა), რომელიც ამჟამად ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×