რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეხბურთელ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

„ამ მშვენიერ კაცს, როგორც ყველა ძლიერს, კმაყოფილს, კეთილს და ლამაზს ჩაგვრა გულს არ უხარებს და ყველა სუსტი უნდა რომ დაცული იყოს, ტანჯვა ნაკლები უნდა რომ არსებობდეს, განა იმიტომ, რომ ანგელოზია, უბრალოდ ნამუსიანი ადამიანია და თუ ნაკლები ტანჯვა იარსებებს, თვითონ მისცემს თავს სიცილის, კეთილდღეობის უფლებას ბევრად უფრო მშვიდი სინდისით. ძლიერებს არ უყვართ ჩაგვრა.

„დღეს ჰომოსექსუალების მიმართ გამოხატა, არ მიმაჩნიხართ ჩემზე ნაკლებ ადამიანებადო, ხვალ ქალებს გვეტყვის, არ მეშინია თქვენი განვითარებისო, ზეგ შიმშილის წინააღმდეგ გააკეთებს განცხადებას. მოკლედ მას გრძელი, საინტერესო და ღირსეული გზა აქვს წინ. მის ამ გზაზე გაწოლა და ფეხების ბაკუნი, არიქა, იქნებ მომენტია, რომ დედა ვუტიროთ და არ გამოვტოვოთ შესაძლებლობაო, უბრალოდ უხერხულია. სასაცილოც. ზოგადად, ბოროტება და აგრესია ხომ სასაცილოა თავისი არსით? ბრაზიანი სახეა ჯერ როგორი სასაცილო, სარკე უნდა მიუტანო ამ დროს ადამიანს და თვითონაც გაეცინება."- წერს ნათია ფანჯიკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×