რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ფეისბუქზე წერს:

საშინელება მოხდა! მოულოდნელად გარდაიცვალა ახალგაზრდა, უმაგრესი, ვაჟკაცი ადამიანი- 25 წლის ლაშა საღინაძე. სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა საპატიმრო დაწესებულება მას შემდეგ რაც სასამართლომ აბსურდულ ბრალდებაში გაამართლა. გაცნობიდანვე დავძმაკაცდით. წელიწადნახევარი ვიბრძოდით ერთად.

როგორ მიხაროდა მისი გამარჯვება. როგორი ბედნიერი ვიყავი, რომ დაუბრუნდა საყვარელ საყვარელ მეუღლეს, ოჯახს. როგორ მჯეროდა, რომ ბედნიერი მომავალი ჰქონდა.

სულ 6 დღის წინ ერთად აღვნიშნეთ მისი გათავისუფლება. სამომავლო გეგმებზე, მომავალზე მესაუბრა. ამ ტრაგედიის დაჯერებაც კი მიჭირს. უფალმა გაანათლოს შენი სული, ლაშა, ძმაო!", - წერს კაკაბაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×